ანტუან გრიზმანის გოლის უცნაური აღნიშვნა

კატალონიის “ბარსელონამ” “პრიმერა დივიზიონის” მე-2 ტურში “ბეტისს” უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მატჩი ანგარიშით 5:2 დასრულდა, სადაც ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს არყოფნაში, ლიდერის ფუნქცია ანტუან გრიზმანმა შეითავსა და დუბლის შესრულება შეძლო.

გუშინდელ შეხვედრაში ყურადღება მიიპყრო გრიზმანის მიერ მეორე, შესანიშნავი გოლის განსხვავებულმა აღნიშვნამ. გატანილი გოლის შემდეგ მან კუთხურის ალამისაკენ მიირბინა ჰაერში ლურჯი და წითელი კანფეტები აყარა, ასეთი გოლის აღნიშვნა უცხოურმა მედიაგამოცემა Bleacher-მა ლებრონ ჯეიმსის აღნიშვნის სტილს შეადარა.

 

ანტუან გრიზმანის გოლის უცნაური აღნიშვნა

სტატიის ავტორი
-