დე ლიხტი: ,,ბაიერნში გადმოსვლა ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო”

,,ბაიერნის” მცველმა, მატეის დე ლიხტმა, ტურინის ,,იუვენტუსიდან” მიუნხენურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:

,,ბაიერნში გადმოსვლა ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ,,იუვენტუსი” შესანიშნავი გუნდია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ,,ბაიერნს” ყველაფერი აქვს – შესანიშნავი შემადგნელობაც და ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიციაც. ისეთი განცდა მაქვს, რომ ,,იუვენტუსში” ამ მხრივ უარესი მდგომარეობა იყო.

სათამაშო დროის ნაკლებობა? ამაზე არ ვღელავ. ბოლო 8-დან 6 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. სათამაშო დროის რაოდენობით კმაყოფილი ვარ,” – განაცხადა დე ლიხტმა.

დე ლიხტი ,,ბაიერნში” გასულ ზაფხულს გადავიდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ,,რეკორდმაისტერმა” ნიდერლანდელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევრომდე გადაიხადა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის მცველის ანგარიშზე მიუნხენური გრანდის მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 1 გოლია.

დე ლიხტი: ,,ბაიერნში გადმოსვლა ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო”

სტატიის ავტორი
-