კლასიკოს წინ: გუნდების განაცხადი და დანაკლისი

დღეს სეზონის პირველი “ელ კლასიკო” გაიმართება. თბილისის დროით 23 საათზე “ბარსელონა” შინ “რეალს” მიიღებს.

კატალონიურმა და მადრიდულმა გუნდებმა უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ განაცხადი გამოაქვეყნეს.

“რეალ მადრიდი”:

მეკარეები: კურტუა, არეოლა, ალტუბე

მცველები: კარვახალი, მილიტაო, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მენდი

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, ისკო

თავდამსხმელები: ბენზემა, ბეილი, იოვიჩი, ვინიციუსი, როდრიგო

*ზინედინ ზიდანის გუნდს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან მარსელო, ედენ აზარი და ხამეს როდრიგესი. თამაშს ასევე ვერ ახერხებს მარკო ასენსიო, რომელიც სეზონის დაწყებამდე მძიმედ დაშავდა.

“ბარსელონა”:

მეკარეები: ტერ შტეგენი, ნეტო

მცველები: პიკე, ლენგლე, უმტიტი, სერხი რობერტო, სემედო, ალბა

ნახევარმცველები: ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ვიდალი, დე იონგი, ალენია,

თავდამსხმელები: სუარესი, მესი, გრიზმანი, ფატი, პერესი

*განაცხადში ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ არტური და დემბელე, ხოლო მწვრთნელის გადაწყვეტილებით, შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ: ვაგე, ტოდიბო და ფირპო.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “რეალს” დღევანდელი მატჩის წინ 35-35 ქულა აქვთ და ლა ლიგაში პირველ ადგილს ინაწილებენ.

კლასიკოს წინ: გუნდების განაცხადი და დანაკლისი

სტატიის ავტორი
-