არდა თურანი ბარსელონაში ბრუნდება

თურქი ფეხბურთელი იჯარის წესით ამჟამად “ბაშაკშეჰირის” ღირსებას იცავს, თუმცა თურანი ოფიციალურად “ბარსელონას” საკუთრებაა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქულ გუნდსა და არდა თურანს შორის იჯარის ხელშეკრულება გაწყდა.  ხელშეკრულების გაწყვეტა თავად ფეხბურთელის ინიციატივა იყო. არდას შემოთავაზება “გალათასარაიდან” აქვს და დიდი ალბათობით სწორედ ამიტომ მოიქცა ასე.

სანამ 32 წლის თურქი ფეხბურთელი თავის მომავალს გაარკვეს, იგი აუცილებლად კატალონიაში დაბრუნდება, იქიდან გამომდინარე, რომ თურანი “ბარსელონას” საკუთრებაა. საინტერესოა  ვიხილავთ თუ არა თურანს კიდევ ერთხელ “ბლაუგრანას” მაისურით.

არდა თურანი ბარსელონაში ბრუნდება

სტატიის ავტორი
-