როგორი იქნება რეალის სასტარტო თერთმეტეული შემდეგ სეზონში

ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ, მადრიდის “რეალმა” პრესტიჟი და სტაბილურობა დაიბრუნა, თუმცა “სამეფო კლუბის” მიზნები ყოველთვის ყველაზე ამბიციურია და მათ მისაღწევად “ბლანკოსებს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სერიოზული გაძლიერება დასჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანური გრანდი ლა ლიგის სათავეშია, ცოტა ხნის წინ სუპერკოპას გამარჯვებული გახდა და კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგაში ადგილს ინარჩუნებს, ცვლილებებია აუცილებლობას არც გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი და პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მალავს.

ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობაც, რომელსაც ფრანგი სპეციალისტი უკვე დიდი ხანია თვალს ადგამს და დიდი ალბათობით მათი უმეტესობა “რეალის” მაისურს მოირგებს. საინტერესოა, ზიდანის ყველა სასურველი ტრანსფერის შემთხვევაში, როგორი იქნება მადრიდელთა სასტარტო თერთმეტეული შემდეგ სეზონში.

სავარაუდო შენაძენები

მცველი: კალიდუ კულიბალი (“ნაპოლი”/სენეგალი).

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (“ჩელსი”/საფრანგეთი), პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”/საფრანგეთი).

თავდამსხმელი: კილიან მბაპე (“პსჟ”/საფრანგეთი).

Mbappe is already one of the best in the world. Image: PA Images

ძირითადი შემადგენლობა

How Real Madrid could line-up for their first game next season.

როგორი იქნება რეალის სასტარტო თერთმეტეული შემდეგ სეზონში

სტატიის ავტორი
-