ფაბრიციო რომანო: შეთანხმება მიღწეულია – მესი პსჟ-ს ფეხბურთელია

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო Twitter-ის პირად გვერდზე ადასტურებს, რომ ლიონელ მესი უკვე პსჟ-ს ფეხბურთელია. მისი თქმით მხარეები უკვე შეთანმხდნენ ორწლიანი კონტრაქტის გაოფმრებაზე.

“ლიონელ მესი უერთდება “პსჟ-ს” … აი ჩვენ უკვე აქ ვართ! შეთანხმება საბოლოოდ შედგა – მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც შესაძლოა 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდეს. ხელფასი ყოველწლიურად შეადგენს დაახლოებით 35 მილიონ ევროს.

მესიმ ნამდვილად მიიღო “პსჟ-ს” კონტრაქტის პირობები და უახლოეს საათებში პარიზში იქნება”, – წერს ფაბრიციო რომანო.​

ცოტა ხნით, ადრე Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესი პარიზულ კლუბში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლეო მესიმ 21-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმების შედეგად, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ფაბრიციო რომანო: შეთანხმება მიღწეულია – მესი პსჟ-ს ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-