თვითიზოლაციაში მყოფმა ლეო მესიმ არგენტინა დატოვა 

​პაპარაცების მიერ მოპოვებული ფოტო-მასალების მეშვეობით, ცნობილი ხდება, რომ ლიონელ მესიმ მშობლიური ქალაქი, როსარიო დატოვა და პარიზის მიმართულებით გაემგზავრა.

​როგორც რამდენიმე წყარო წერს, არგენტინელი სუპერვარსკვლავის პასუხი ​კორონავირუსის ტესტზე უარყოფითია და მან სამშობლო კერძო თვითმფრინავით დატოვა.

რამდენიმე საათით ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 7 ოქროს ბურთის მფლობელი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და მას თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევდა და “პარი სენ-ჟერმენის” დახმარებას დაახლოებით ათი დღის განმავლობაში ვერ შეძლებდა.

ლეო მესის COVID19-ით ინფიცირების შესახებ “პსჟ-მ” ცნობა 2 იანვარს გაავრცელა.

თვითიზოლაციაში მყოფმა ლეო მესიმ არგენტინა დატოვა 

სტატიის ავტორი
-