ვერატი: ,,ლიგა 1 სერია A-ს ან სხვა ეროვნულ ჩემპიონატს არაფრით ჩამოუვარდება”

,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, საფრანგეთის ლიგა 1-ზე ისაუბრა:

,,საფრანგეთში აღმოვაჩინე ახალი ჩემპიონატი, რომელმაც კომფორტის ზონიდან გამომიყვანა. ლიგას თითოეულ ქვეყანაში თავისი სპეციფიკა აქვს. ლიგა 1 ფეხბურთელებისგან მოითხოვს, რომ ფიზიკურად 100%-ით დაიხარჯონ. მე ძალიან მაღალი არ ვარ, მაგრამ ძლიერი ვარ, აქ კი მეტოქეებთან დაპირისპირებისას ძალის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

ეს ჩემპიონატი ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარა. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. საფრანგეთში ბევრი კარგი მოთამაშეა. ლიგა 1 სერია A-ს ან სხვა ეროვნულ ჩემპიონატს არაფრით ჩამოუვარდება,” – ვერატის სიტყვებს L’Equipe ციტირებს.

მარკო ვერატი ,,პარი სენ ჟერმენში” 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 30 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემაა.

ვერატი: ,,ლიგა 1 სერია A-ს ან სხვა ეროვნულ ჩემპიონატს არაფრით ჩამოუვარდება”

სტატიის ავტორი
-