მოდრიჩი რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

,,რეალის” ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, მადრიდულ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეები ხელშეკრულების პირობებზე უკვე შეთანხმდნენ. ხორვატი ,,სამეფო კლუბში” 2023 წლამდე დარჩება, თუმცა კონტრაქტი, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. კარიერის დასრულების შემდეგ კი მადრიდელებმა ლუკას გუნდის სტრუქტურაში მუშაობაც შესთავაზეს.

მოდრიჩი ,,რეალში” 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 36 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში 3 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

მოდრიჩი რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

სტატიის ავტორი
-