შაბათს პრემიერლიგაში ფაბინიოს დებიუტი შედგება

ხვალ, 15 სექტემბერს,  პრემიერ ლიგის მე-5 ტურის მატჩები განახლდება.

ყველაზე დიდ ინტერესს “ტოტენჰემისა” და “ლივერპულის” მატჩი იწვევს, რომელიც თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება. მატჩი მერსესაიდელთათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრემიერლიგაში, ბრაზილიელი ნახევარმცველის – ფაბინიოს დებიუტი შედგება, რომელიც საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარაზე “მონაკოდან” “ლივერპულში” 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფაბინიო, 2015 წლიდან ფრანგული “მონაკოს” ღირსებას იცავდა და 105 თამაშში 22 გოლის გატანა შეძლო.

შაბათს პრემიერლიგაში ფაბინიოს დებიუტი შედგება

სტატიის ავტორი
-