,,ყველაფერი სპონტანურად მოხდა” – ნაგელსმანი კანსელუს ტრანსფერზე

,,ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, მიუნხენურ გუნდში ჟოაო კანსელუს გადასვლაზე ისაუბრა:

,,აინტრახტთან თამაშის შემდეგ ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მასთან წინასწარ არც კი მილაპარაკია. ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა, რომ შანსი გვქონდა.

კანსელუს ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ის ფლანგის მცველია, რომელიც შეტევაში მონაწილეობას ხშირად მიიღებს,” – განაცხადა სპეციალისტმა.

კანსელუ ,,ბაიერნში” იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მიუნხენური გრანდისა და ,,მანჩესტერ სიტის” შეთანხმება 28 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვასაც ითვალისწინებს. თუ ,,რეკორდმაისტერს” პორტუგალიელის ყიდვა მოუნდება, მის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მიმდინარე სეზონში კანსელუს ანგარიშზე ,,ქალაქელთა” მაისურით ჩატარებულ 26 შეხვედრაში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა იყო.

,,ყველაფერი სპონტანურად მოხდა” – ნაგელსმანი კანსელუს ტრანსფერზე

სტატიის ავტორი
-