რუდი გარსია: ,,რონალდუზე ბოლომდე დამოკიდებულნი არ ვართ”

,,ალ ნასრის” მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, რონალდუს სადებიუტო გოლის შემდეგ, განაცხადა, რომ მისი გუნდი პორტუგალიელზე ბოლომდე დამოკიდებული არ არის:

,,მოხარული ვარ რონალდუს გოლით და ვწუხვარ, ტალისკას გაძევების გამო… ჩვენ მოგება წინა მატჩებში ტალისკას გარეშეც შევძელით და რონალდუზე ბოლომდე დამოკიდებულნი არ ვართ…

მომავალში უნდა მოვუმატოთ, რადგან ბოლო შეხვედრებში გოლები გავუშვით,” – განაცხადა რუდი გარსიამ.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ,,ალ ფათეჰისა” და ,,ალ ნასრის” შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. კრიშტიანუმ 93-ე წუთზე პენალტი გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

15 ტურის შემდეგ ,,ალ ნასრი” 34 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

რუდი გარსია: ,,რონალდუზე ბოლომდე დამოკიდებულნი არ ვართ”

სტატიის ავტორი
-