ბარსელონა და რომა ტრანსფერზე შეთანხმდნენ

კატალონიის “ბარსელონა” და “რომა” ახალ ტრანსფერზე შეთანხმდნენ. საქმე ეხება “ბლაუგრანას” შემტევ ნახევარმცველს კარლეს პერესს.

ესპანელი ფეხბურთელი “რომაში” იჯარის წესით გადავა. კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რისი მიხედვითაც რომაელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

თუ იტალიელებს ესპანელის ყიდვა მოუნდებათ, მათ 13 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ბარსელონა და რომა ტრანსფერზე შეთანხმდნენ

სტატიის ავტორი
-