ერიკ ლამელა შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს

შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ტოტენჰემის” შემტევმა ერიკ ლამელამ კლუბი შეიცვალოს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი კარიერას იტალიაში გააგრძელებს, კერძოდ კი “ნაპოლიში“.

წყარო ირწმუნება, რომ თავად 29 წლის მოთამაშე აპენინის ნახევარკუნძულზე დაბრუნებას დადებითად განიხილავს. ის 2011-13 წლებში “რომას” მაისურს ირგებდა.

ერიკ ლამელას მიერ პრემიერ ლიგის 28-ე ტურში, ჩრდილოლონდონურ დერბიში, “არსენალის” კარში გატანილი ბრწყინვალე გოლი, ინგლისის ჩემპიონატში მარტის თვის საუკეთესოდ აღიარეს და პუშკაშის პრემიის ერთ-ერთ ნომინანტადაც მიიჩნევა.

მიმდინარე სეზონში, ლამელამ “ტოტენჰემის” მაისურით 31 შეხვედრაში ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ერიკ ლამელა შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს

სტატიის ავტორი
-