მაურიციო სარი იუვენტუსს უჩივის – ბიანკონერი კომპენსაციას არ იხდის 

ტურინის “იუვენტუსის” და მაურიციო სარის ურთიერთობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და შესაძლოა გაცილებით მწვავეც გახდეს.

იტალიელი სპეციალისტი “ბებერ ქალბატონს” კონტრაქტის გაწყვეტით გამოწვეული კომპენსაციის მიღებას სთხოვს, რაც ბონუსების გარდა 5 მილიონ ევროს უდრის.

თავის მხრივ, “ბიანკონერი“, რომელშიც არაერთი პრობლემაა, დაკისრებული მოვალეობის შესრულებას არ აპირებს, 61 წლის სპეციალისტი კი წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში იჩივლებს.

სარიმ “ზებრების” მესაჭის პოსტი 1 სეზონით დაიკავა, რა დროშიც მისმა გუნდმა სერია A-ს მოგება მოახერხა.

მაურიციო სარი იუვენტუსს უჩივის – ბიანკონერი კომპენსაციას არ იხდის 

სტატიის ავტორი
-