ტორინოსთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

დღეს, სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ტორინოს” ესტუმრება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 30-ე შეხვედრას ჩაატარებს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

26 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 68 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,ტორინო” კი 37 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

https://twitter.com/sscnapoli/status/1637438402927755266

ტორინოსთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

სტატიის ავტორი
-