ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მსაჯი ცნობილია

2018/19 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს “ლივერპული” და ლონდონის “ტოტენჰემი” დაუპირისპირდებიან. “ლივერპულმა” ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონა” ორი მატჩის ჯამში 4:3 (3:0; 4:0)  დაამარცხა და ფინალში გავიდა, ხოლო რაც შეეხება “ტოტენჰემს”, ლონდონურმა კლუბმა “აიაქსი” დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ინგლისური ფინალი 2019 წლის 1 ივნიის, ესპანეთში (მადრიდში), კერძოდ კი ვანდა მეტროპოლიტანოს სტადიონზე გაიმართება.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს სლოველიელი მსაჯი – დამირ სკომინა გაუძღვება.

დამირ სკომინამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ეტაპის მატჩი “პსჟ” – “მანჩესტერ უნაიტედი” განსაჯა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მსაჯი ცნობილია

სტატიის ავტორი
-