დე ბრუინე: ,,თუ მოიგებ, გმირი გახდები, თუ წააგებ – ხელმოცარული”

,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ, ლონდონის ,,ჩელსისთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,საკმარისი სულისკვეთება ყველას გვაქვს და გამარჯვება ყველას გვსურს. როგორც ფეხბურთელებს, ამ მატჩის მასშტაბი მშვენივრად გვესმის. თუ მოიგებ, გმირი გახდები და თუ წააგებ – ხელმოცარული. რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა დიდებულია, მაგრამ, იცით, რომ წაგებით გამოწვეული გრძნობების განცდა არავის უნდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა გუნდისა და ფეხბურთელების ერთ-ერთი მიზანი იყო. უმაღლეს დონეზე თამაში დიდი პატივია. ყველას გვესმის თუ რამხელა პასუხისმგებლობაა თითოეულ ჩვენგანზე. უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ,” – განაცხადა დე ბრუინემ


დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ლონდონის ,,ჩელსი” და ,,მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

 

დე ბრუინე: ,,თუ მოიგებ, გმირი გახდები, თუ წააგებ – ხელმოცარული”

სტატიის ავტორი
-