დე იონგმა ბარსელონაში სამედიცინო შემოწმება გაიარა

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა “ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმება გაიარა.

22 წლის ფეხბურთელი “ბარსელონას” მოთამაშე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გახდა, თუმცა სეზონის ბოლომდე ის “აიაქსში” დარჩა. 1-ლი ივლისიდან კი ოფიციალურად შეუერთდა ესპანურ გრანდს.

გეტყვით, რომ ფრენკი დე იონგის პრეზენტაცია დღეს, 5 ივლისს შედგება.

დე იონგმა ბარსელონაში სამედიცინო შემოწმება გაიარა

სტატიის ავტორი
-