დელე ალი: “სონი მთელი დღეა ტირის”

ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცმველმა, დელე ალიმ, ჰეუნ-მინ სონთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, რომ “ევერტონთან” გამართულ მატჩში, სონმა ანდრე გომეშის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის შედეგადაც პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ფეხი მოიტეხა.

ფეხმოტეხილი გომეშის დანახვისას, ფეხბურთელები შოკში ჩავარდნენ. ეპიზოდის თანამონაწილეებმა, სერჟ ორიემ და განსაკუთრებით სონმა, მომხდარი ძალიან განიცადეს.კორეელმა ფეხბურთელმა შუა მოედანზე ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

ინციდენტიდან რამდენიმე საათში, სოციალურ ქსელში ანდრე გომეშის მოტეხილი ფეხის ფოტო გავრცელდა.

დელე ალი: "სონი მთელი დღეა ტირის" 1

“არც მინდა მომხდარის გახსენება, ანდრე გომეშს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რაც შეეხება სონს, ის მთელი დღეა ტირის, თუმცა მომხდარი მისი ბრალი არ არის, მას უხეშად განზრახ არ უთამაშია. ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც დღემდე შევხვედრივარ,” განაცხადა დელე ალიმ.

დელე ალი: "სონი მთელი დღეა ტირის" 2

დელე ალი: “სონი მთელი დღეა ტირის”

სტატიის ავტორი
-