დღეს ანტონიო კონტეს ოპერაცია ჩაუტარდება

ცოტა ხნის წინ, “ტოტენჰემის” ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც გუნდის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ოპერაცია ჩაუტარდება.

როგორც კლუბი იტყობინება, იტალიელ სპეციალისტს მუცლის არეში ტკივილები აწუხებდა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ კონტეს საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. დიაგნოზის დასმის შემდეგ გადაწყდა, რომ 53 წლის სპეციალისტს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციის პერიოდის გავლის შემდეგ იტალიელი ისევ დაუბრუნდება ჩვეულ საქმეს.

დღეს ანტონიო კონტეს ოპერაცია ჩაუტარდება

სტატიის ავტორი
-