დღეს, 12 თებერვალს, “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენს” უმასპინძლებს. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება თბილისის დროით 23:59-ზე დაიწყება.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ საფეხბურთო სამყარომ მიიჩნია, რომ “წითელ ეშმაკებს” ფორტუნამ ზურგი აქცია – გასული წლის დეკემბერში “მანჩესტერი” ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფებოდა, თუმცა გუნდში ოლე გუნარ სოლსკიაერის მისვლამ ამ მატჩისადმი ფეხბურთის გულშემატკივრების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა: “მანჩესტერს” გასულ 10 მატჩში 9 გამარჯვება და 1 ფრე უფიქსირდება.
მეორე მხრივ, მიმდინარე გათამაშება პარიზული გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია – “პარი სენ-ჟერმენის” შემადგენლობის გაძლიერებისთვის გუნდის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფს 2011 წლიდან ტრანსფერებში €1.1 მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, თუმცა მისთვის ჩემპიონთა ლიგის თასი მიუღწეველ მიზნად რჩება. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩს ნეიმარი, კავანი და მუნიე გამოტოვებენ, რაც პარიზელებისთვის უდიდეს დანაკლისს წარმოადგენს.
საინტერესო ფაქტები
- “პარი სენ-ჟერმენის” მონაწილეობით გამართულ უკანასკნელ 21-დან 20 მატჩში, 2.5 გოლზე მეტი გავიდა (UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა)
- უკანასკნელი 6 მატჩიდან 5-ში, პარიზელებმა მინიმუმ 2 გოლის გატანა შეძლეს (UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა)
- უკანასკნელ 5 მატჩში პარიზელებს არ წაუგიათ (UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა)
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, იანგი, ბაილი, ლინდელოფი, შოუ, ერერა, მატიჩი, პოგბა, ლინგარდი, რეშფორდი, მარსიალი.
პარი სენ-ჟერმენი: ბუფონი, კერერი, სილვა, კიმპემბე, ბერნატი, ვერატი, მარკინიოსი, ალვეში, დრაქსლერი, დი მარია, მბაპე.
აღსანიშნავია, რომ ამ ორ გუნდს შორის ჩემპიონთა ლიგაზე დღეს პირველი შეხვედრა გაიმართება. განმეორებითი მატჩი კი პარიზში, 6 მარტს გაიმართება.