დიბალა: ,,თერთმეტმეტრიანი შუაში ემილიანო მარტინესის რჩევით დავარტყი”

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევის, პაულო დიბალას თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის თერთმეტმეტრიანების სერიაში, ,,ალბისელესტეს” მეკარის, ემილიანო მარტინესის რჩევა გაითვალისწინა:

,,დიახ, მარტინესის რჩევით ბურთი ცენტრში დავარტყი. როცა მწვრთნელმა დამიძახა, მივხვდი, რომ მოედანზე სპეციალურად პენალტების სერიისთვის გავდიოდი.

კუთხეში დარტყმას ვაპირებდი, მაგრამ მარტინესმა მითხრა, რომ ლორისი ერთ-ერთ მხარეს აუცილებლად გადახტებოდა. ყველაფერი სწორედ ასე მოხდა,” – განაცხადა დიბალამ.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. 

დიბალა: ,,თერთმეტმეტრიანი შუაში ემილიანო მარტინესის რჩევით დავარტყი”

სტატიის ავტორი
-