დინამო თბილისი შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” იანვრის შეკრებას თურქეთში გამართავს.

თბილისელები შეკრებას ანტალიაში, 16 იანვარს დაიწყებენ და იქ თვის ბოლომდე გაჩერდებიან. ამ პერიოდში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

18 იანვარს “დინამო” მოლდოვურვოლუნტართან” ითამაშებს, ოთხ დღეში კი ბულგარულ პლოდვივისბოტევს” დაუპირისპირდება. 25-ში ქართული გუნდის მეტოქე ისევ ბულგარული კლუბი, ამჯერად “არდა” იქნება, ბოლო ამხანაგური დუელი კი “ლურჯ-თეთრებს” პოლონურ კრაკოვის “ვისლასთან” ექნებათ.

“დინამო” შეკრების მეორე ეტაპსაც ანტალიაში გამართავს.

დინამო თბილისი შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს 

სტატიის ავტორი
-