დინამო თბილისი ტოგოს ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა

ტოგოს ნაკრების 27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, საიმონ ბენიო “დინამო თბილისის” ღირსებას დაიცავს. ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

საიმონ ბენიო სეგუნდა დივიზიონის “მირანდესში” გამოდიოდა, მანამდე კი საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი “ეპინალის” და “ბეზიეს” ღირსებას იცავდა. ახალწვეული ნახევარმცველი უკვე “დინამოელებთანაა” და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

წყარო:DINAMOTB

დინამო თბილისი ტოგოს ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა

სტატიის ავტორი
-