ოფიციალურად: საიმონ ბენიომ და ანდრეს პრიეტომ დინამო თბილისი დატოვეს
ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – საიმონ ბენიომ და ანდრეს პრიეტომ “დინამო თბილისი” დატოვეს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ესპანელმა მეკარემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტილი კონტრაქტის შემდეგ დატოვა, რაც შეეხება ტოგოელ ცენტრალურ მცველს, მისი შრომითი ხელშეკრულების ვადა 28 ივლისს იწურება, მხარეები კი თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებენ. ანდრეს პრიეტო დინამო თბილისს 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა, ამ […]
ეროვნული ლიგა: XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური რადენიმე საინტერესო და ამავე დროს, სენსაციური შედეგით გამოდგა დასამახსოვრებელი. სათამაშო კვირის და მთლიანად სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია სამტრედიაში დაფიქსირდა, სადაც თითქმის მეორე ლიგაში დაქვეითებულმა “სამტრედიამ” ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი “დინამო ბათუმი”, თანაც კაცნაკლულმა – 1:0 დაამარცხა. გამარჯვების ერთადერთი გოლის გატანა ანატოლი მესიაჩენკომ მოახერხა. 1:0 იმარჯვა ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა “დინამო […]
პრევიუ: დინამო თბილისი VS დინამო ბათუმი
2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონის ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური დაპირისპირება 1 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და მასში ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი საუკეთესო გუნდი, ჩემპიონობის ორი მთავარი ფავორიტი, ორი “დინამო” დაუპირისპირდება. თბილისური და ბათუმური კლუბების შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა არამხოლოდ სათამაშო კვირაშია გამორჩეული, არამედ მთლიანად სეზონში, ვინაიდან ერთმანეთის […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]
ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 და მე-16 ტურის გადადებული შეხვედრები 5 დეკემბერს გაიმართა და შედეგად, სატურნიო ცხრილში გუნდებს თანაბარი რაოდენობის ჩატარებული შეხვედრები დაუგროვდათ. გადადებული მატჩი, რომელიც XVI-ე ტურის ეგიდით, “დინამო არენაზე” გაიმართა, მასპინძელი “დინამო თბილისის” “სამტრედიასთან” – 1:0 გამარჯვებით დასრულდა. ასეთივე ანგარიშით მოახერხა მეორე თბილისურმა კლუბმა მეორე იმერული კლუბის დამარცხება – “საბურთალომ” “ტორპედოს” სძლია. იმერული კლუბების […]
ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი
კორონავირუსის პანდემიის და სანაკრებო პაუზის გამო, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტური თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. გადადებული შეხვედრების გამო, ტური 25 ოქტომბერს დაიწყო და 26 ნოემბერს დასრულდა. ამ 5 შეხვედრის გამართვის შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლაში “დინამო თბილისი” გამოიკვეთა, რომელმაც საშინაო კედლებში ქართული დერბი მოიგო და მძიმე შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედოს” – 2:1 სძლია. თანამოსახელე კლუბს 5-ქულიანი ჰანდიკაპის შექმნაში […]
გადადებული თბილისური დერბი დინამომ მოიგო – საბურთალოს ზედიზედ მეორე მარცხი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის გადადებული შეხვედრა 23 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” გაიმართა. “დინამო” და “საბურთალო” ერთმანეთს თავდაპირველად, 4 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრების ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრის დროს, მოედნის საფრის კარგ მდგომარეობაში ყოფნის გამო, თბილისური დერბი გადაიდო. საინტერესოა, რომ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონატში თითქმის თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, რაც გუნდის ევროსარბიელზე გამოსვლით, შემდეგ კი […]
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
კახა ჩხეტიანი: “ფეხბურთელები მაძლევენ იმედს ვთქვა, რომ წარმატებული სერია გაგრძელდება”
ზედიზედ სამი მატჩის მოგების და ცხრილის სათავეში გადასვლის შემდეგ, “დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველი წრე შეაფასა. “ყველაზე მთავარია, რომ 3 ქულის მოპოვება შევძელით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისიც, რომ გუნდმა გამართული და ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენოს. დღეს იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები, თუმცა სასიხარულოა, რომ მატჩი გამარჯვებამდე მივიყვანეთ. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ყველას კარგად მოეხსენება, […]
ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მერვე ტურში საინტერესო შეხვედრები გაიმართა, წრის დასრულებამდე 1 ტურით ადრე კი, პირველობას გორის “დილა” არავის უთმობს. ეს მას შემდეგ, რაც გიორგი ნემსაძის 10-კაციანმა გუნდმა ექს-ჩემპიონ “საბურთალოსთან” სტუმრად არ წააგო და მორიგი ქულა მოიპოვა. თუმცა, გორელების უპირატესობა უახლოეს მდევართან 3-ქულიანი აღარ არის, რადგან “დინამო თბილისმა” საჩხერის “ჩიხურას” საშინაო არენაზე მოუგო – 1:0. იმარჯვა ჩემპიონობის […]
დინამო თბილისი ტოგოს ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა
ტოგოს ნაკრების 27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, საიმონ ბენიო “დინამო თბილისის” ღირსებას დაიცავს. ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. საიმონ ბენიო სეგუნდა დივიზიონის “მირანდესში” გამოდიოდა, მანამდე კი საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი “ეპინალის” და “ბეზიეს” ღირსებას იცავდა. ახალწვეული ნახევარმცველი უკვე “დინამოელებთანაა” და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს. წყარო:DINAMOTB