ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ – დორტმუნდის “ბორუსიას” მოთამაშეები, სამწვრთნელო შტაბი, გულშემატკივრები და სრულიად საფეხბურთო სამყარო შოკში აღმოჩნდნენ. გერმანული კლუბის ახალწვეულს, რომელზეც “დორტმუნდის” მესვეურები დიდ იმედებს ამყარებდნენ სიმსივნე აღმოაჩნდა.
სებასტიან ალემ, რომელიც ბუნდესლიგის გრანდს თვის დასაწყისში შეუერთდა, ვარჯიშზე თავი შეუძლოდ იგრძნო. კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გასავლელად დაუყოვნებლივ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც გამოჩნდა, რომ მას სათესლე ჯირკვალში სიმსივნე აქვს.
Sébastien Haller has left the BVB training camp after a testicular tumor was discovered. Stay strong and get well soon, Seb! 🙏❤️ pic.twitter.com/ZP1Ihtv7Jf
— 433 (@433) July 18, 2022
თავზარდამცემი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, “დორტმუნდმა” ოფიციალური მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს სთხოვს, რომ ალესა და მისი ოჯახის წევრებს ამ მძიმე ვითარებაში ღირსეული პატივი მიაგონ და ზედმეტი კითხვებით არ შეაწუხონ. შეგახსენებთ, სებასტიან ალე “დორტმუნდმა” ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად შეიძინა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდა.
Sebastien #Haller hat das #BVB-Trainingslager in Bad Ragaz krankheitsbedingt verlassen müssen und ist bereits zurück nach Dortmund gereist. Bei Untersuchungen wurde ein Hodentumor entdeckt.
Gute Besserung, @HallerSeb! 🙏🙏
Weitere Infos: https://t.co/XPaNATxgDI pic.twitter.com/v6hA6MeGLV
— Borussia Dortmund (@BVB) July 18, 2022