ედინსონ კავანი კარიერას ვალენსიაში გააგრძელებს

ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ედინსონ კავანი ,,ვალენსიაში” ითამაშებს. ინფორმაციას ,,ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

35 წლის ფეხბურთელი ვალენსიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც ესპანური მედია იუწყებოდა, ურუგვაელი მოლაპარაკებებს ლა ლიგის კიდევ ერთ კლუბთან – ,,ვილიარეალთანაც” მართავდა.

კავანი ბოლოს ,,მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 59 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ედინსონ კავანი კარიერას ვალენსიაში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-