ელ კლასიკოს თარიღები ცნობილია

ესპანეთის “ლა ლიგის” ახალი სეზონი 18 აგვისტოს აიღებს სტარტს.

ცნობილი გახდა “ელ კლასიკოს” თარიღები.

პირველი მატჩი “ნოუ კამპზე” შედგება. ის შეხვედრა მე-10 ტურში, 27 ოქტომბერს დაინიშნა. რაც შეეხება მეორე “კლასიკოს”, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მატჩი 26-ე ტურში, 2020 წლის პირველ მარტს არის ჩანიშნული.

აქვე გეტყვით, რომ “ლა ლიგის” კალენდარი სულ ახლახანს გახდა ცნობილი. “ბარსელონა” პირველ ტურში 18 აგვისტოს “ბილბაოსთან” სტუმრად ითამაშებს. რაც შეეხება “რეალს”, მადრიდელები შეხვედრას “სელტასთან” სტუმრად ჩაატარებენ.

ელ კლასიკოს თარიღები ცნობილია

სტატიის ავტორი
-