ესპანეთის სუპერთასზე ერთმანეთს ბარსელონა და რეალი შეხვდებიან

ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობას ,,ატლეტიკო”, ,,რეალი”, ,,ბარსელონა” და ,,ბილბაო” მიიღებენ.

,,ატლეტიკო” ტურნირში როგორც ჩემპიონი ითამაშებს, ,,ბარსელონა”, როგორც ქვეყნის თასის მფლობელი, ,,რეალი”, როგორც ჩემპიონატის მეორეადგილოსანი, ,,ბილბაო” კი – როგორც თასის ფინალისტი.

რეგლამენტის მიხედვით, სუპერთასის ნახევარფინალში ესპანეთის ჩემპიონი თასის ფინალისტს ხვდება, თასის მფლობელი კი – ლა ლიგის მეორეადილოსანს. შესაბამისად, ,,ატლეტიკო” ,,ბილბაოს” დაუპირისპირდება, ,,ბარსელონა” კი – ,,რეალს”.

ესპანეთის სუპერთასის ჩატარება 2022 წლის იანვარში იგეგმება. ტურნირი ახალ, 4-გუნდიან სისტემაზე 2019 წლის თებერვალში გადავიდა.

ესპანეთის სუპერთასზე ერთმანეთს ბარსელონა და რეალი შეხვდებიან

სტატიის ავტორი
-