ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიასთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან ერთად იასპარეზებს.
2023 წელს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც საქართველოსთან ერთად რუმინეთი მასპინძლობს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველოში A და C ჯგუფის შეხვედრების გარდა, ორი მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი ჩატარდება.
21-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანიაა, რომელმაც ფინალში პორტუგალიას მოუგო.