მიუნხენის ,,ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი მიიჩნევს, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს ჯამალ მუსიალა და ჯუდ ბელინგემიც იმსახურებდნენ:
,,ჩემი აზრით, ჯამალ მუსიალამ და ჯუდ ბელინგემმა გამარჯვებულზე კარგი სეზონი ჩაატარეს.
თუმცა, გავიც გამორჩეული ფეხბურთელია და მისი წარმატებაც მიხარია,” – განაცხადა ნაგელსმანმა.
,,ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად გავი დასახელდა.
18 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში კატალონიის ,,ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.