ევროტურნირები დასრულებულია – ლოკომოტივი გრანადასთან დამარცხდა

ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” სტუმრად “გრანადას” დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

გია ჭიაბრიშვილის გუნდმა უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ პირველი ტაიმის ნულოვანი ფრით დასრულება მოახერხა – 0:0.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, 48-ე წუთზე, დარვინ მაჩისმა გიორგი მამარდაშვილის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო

დაპირისპირების 59-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა უხეშობის გამო მოედნიდან გიორგი გაბაძე გააძევა.

ესპანელებმა მე-2 ბურთის გატანა მატჩის მიწურულს, 91-ე წუთზე მოახერხეს.

“ლოკომოტივის” ევროტურნირების საოცარო სეზონი წელს დასრულდა.

 

 

 

 

ევროტურნირები დასრულებულია – ლოკომოტივი გრანადასთან დამარცხდა

სტატიის ავტორი
-