ფრანგულ სატელევიზიო არხზე მესის ნაცვლად მისი ორეულის ფოტო განთავსდა (ვიდეო)

ფრანგული სატელევიზიო არხის ეთერში კურიოზული შეცდომა დაფიქსირდა. ერთ-ერთი გადაცემის მსვლელობისას, კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავის ნაცვლად, ეკრანზე მისი ორეულის ფოტო გამოჩნდა.

ლეო მესის ორეული – რეზა პარასტეში “ირანელი მესის” მეტსახელითაა ცნობილი. მსოფლიოს მასშტაბით, რეზა უამრავმა გულშემატკივარმა გაიცნო თუმცა ფრანგული არხის შეცდომის შედეგად, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა.

ფრანგულ სატელევიზიო არხზე მესის ნაცვლად მისი ორეულის ფოტო განთავსდა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-