გაბი: “ატლეტიკოსგან გოდინი კონტრაქტის გახანგრძლივებას იმსახურებს”

მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა კაპიტანმა, გაბი ფერნანდესმა დიეგო გოდინზე ისაუბრა.

გოდინს მიმდინარე სეზონის ბოლოს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და გადაწყვეტილი აქვს “ატლეტიკოს” დატოვება. გაბის აზრით, გუნდმა ურუგვაელ მცველს კონტრაქტი კიდევ 3 წლით უნდა გაუხანგრძლივოს, რადგან ის ამას იმსახურებს. 32 წლის გოდინი კარგ სათამაშო კონდიციაშია და უმაღლეს დონეზე ირჯება.

“დიეგო იმსახურებს კონტრაქტის გახანგრძლივებას. ის უმაღლეს დონეზე თამაშობს და ატლეტიკოს ერთ-ერთი ლიდერია. იმედია მას არ მოუწევს გუნდის დატოვება. მსგავს სიტუაციაში მეც ვიყავი” – განაცხადა გაბიმ.

დიეგო გოდინი “ატლეტიკოს” ღირსებას 2010 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში ის გუნდის დაცვის ბურჯად იქცა. “ატლეტიკოს” რიგებში ურუგვაელმა 364 მატჩი ჩაატარა და 25 ბურთი გაიტანა.

 

გაბი: “ატლეტიკოსგან გოდინი კონტრაქტის გახანგრძლივებას იმსახურებს”

სტატიის ავტორი
-