გალტიე მბაპეს კონტრაქტზე: ,,ეს სპორტს არ ეხება, შესაბამისად, არც მე მეხება”

,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, კილიან მბაპეს კონტრაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა:

,,კლუბი ამ საკითხს უკვე გამოეხმაურა. ეს არ ეხება სპორტს, შესაბამისად არც მე მეხება. მე კონცეტრირებული ვარ გუნდზე, სპორტსმენებსა და ხვალინდელ მატჩზე” – გალტიეს სიტყვებს L’Equipe ციტირებს.

დღეს, ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა, დაწერა, რომ ,,პსჟ-სა” და მბაპეს შორის არსებული კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელი გუნდისგან 3 წელიწადში 630 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მას ყველა დროის ყველაზე მაღალანზღაურებად სპორტსმენად აქცევს.

,,პარი სენ ჟერმენმა” რამდენიმე საათის წინ, Le Parisien-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.


გალტიე მბაპეს კონტრაქტზე: ,,ეს სპორტს არ ეხება, შესაბამისად, არც მე მეხება”

სტატიის ავტორი
-