,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, ლისაბონის ,,ბენფიკასთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლეო მესის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:
,,ლეომ ,,ბენფიკასთან” შეხვედრის დროს კუნთზე დისკომფორტი იგრძნო. ყველას გვეგონა, რომ საპასუხო მატჩში ითამაშებდა, მაგრამ შეხვედრებს შორის ინტერვალი ძალიან მცირეა – მხოლოდ 6 დღე.
ახლა გაცილებით უკეთაა, თუმცა მატჩში მონაწილეობისგან თავის შეკავება არჩია. კვირის განმავლობაში დინამიკას დავაკვირდებით, დიდი ალბათობით, ,,მარსელთან” დაპირისპირებაში დაგვეხმარება,” – მესის სიტყვებს ,,პარი სენ ჟერმენის” ვებგვერდი ციტირებს.
პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, არგენტინელს ფეხის კუნთზე კვლავ პრობლემები აქვს, რის გამოც დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ლეომ ტრავმის გამო, ვერც საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში, ,,რეიმსთან” შეხვედრაში ითამაშა.
მატჩი ,,პსჟ-სა” და ,,ბენფიკას” შორის ხვალ, 23:00 საათზეა, ჩანიშნული. 3 ტურის შემდეგ, გალტიეს გუნდს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, 7 ქულა აქვს მეორეადგილოსან ,,ბენფიკასაც”.