გალტიე: ,,მომავალ სეზონში კვლავ პსჟ-ში მუშაობას ვგეგმავ”

,,პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე კარიერის პარიზულ გუნდში გაგრძელებას გეგმავს:

,,კამპუშთან ერთად მომავალი სეზონის შემადგენლობაზე ვმუშაობთ, ცვლილებებზე, რითაც გვინდა, რომ გუნდი გავაუმჯობესოთ და ჩვენი თამაში უფრო დაბალანსებული გავხადოთ. მომავალ სეზონში კვლავ ,,პსჟ-ში” მუშაობას ვგეგმავ.

შედეგები ბოლოს შეფასდება, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო უნიკალური სეზონი, რომლის შუაშიც მთავარი სანაკრებო ტურნირი ჩატარდა. ვიცით, რაზე უნდა ვიმუშაოთ და როგორ გავაძლიეროთ შემადგენლობა. მერწმუნეთ, ,,პსჟ-ში” გადმოსვლა ბევრ ფეხბურთელს სურს,” – გალტიეს სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 31 ტურის შემდეგ, ,,პარი სენ ჟერმენს” 72 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,მარსელს” 8 ქულით უსწრებს.

გალტიეს გუნდი საფრანგეთის თასიდან ,,მარსელმა” გააგდო, ჩემპიონთა ლიგიდან კი – ,,ბაიერნმა”.

გალტიე: ,,მომავალ სეზონში კვლავ პსჟ-ში მუშაობას ვგეგმავ”

სტატიის ავტორი
-