გასპერინი: ,,თამაში კვარას ოსტატობამ შეცვალა”

,,ატალანტას” მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, ,,ნაპოლისთან” წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენი თამაში ვითამაშეთ, დაცვაში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ კონტრშეტევებზე რამდენიმე შეცდომა დავუშვით. ასეთ მატჩებში გადამწყვეტი დეტალებია. თამაში კვარაცხელიას ოსტატობამ შეცვალა, რაც მაშინ ხდება, როცა დიდ გუნდებს ეთამაშები, რომლებსაც დიდი ჩემპიონების იმედი აქვთ.

12 შეხვედრაა დარჩენილი, სეზონის ბოლოს ვიტყვი, ვარ თუ არა კმაყოფილი. ბოლო კვირებში ქულები დავკარგეთ, მაგრამ ამ საღამოსაც დავამტკიცეთ, რომ ღირსეულად და გაბედულად თამაში შეგვიძლია. ჩემი ფეხბურთელებისგან სწორედ ამას ვითხოვ,” – განაცხადა გასპერინიმ.

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ატალანტას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

26 ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 68 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ,,აინტრახტთან” შინ გამართავს.

გასპერინი: ,,თამაში კვარას ოსტატობამ შეცვალა”

სტატიის ავტორი
-