გატუზო: ,,მამარდაშვილმა ბოდიში მომიხადა”

,,ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, განაცხადა, რომ ,,ელჩესთან” მატჩში დაშვებული შეცდომის გამო, ,,ღამურემის” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მოუბოდიშა:

,,მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ ბოდიში მომიხადა და ამან გამაბრაზა. მან ბევრ თამაშში გადაგვარჩინა.

გიორგის მწვრთნელისა და მთელი გუნდის მაქსიმალური ნდობა აქვს. მე ვუთხარი, რომ სიტყვა ,,ბოდიში” გონებიდან ამოეგდო,” – გატუზოს სიტყვებს Marca ციტირებს.

ლა ლიგის მე-9 ტურში ,,ვალენსიამ” ,,ელჩეს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

შეხვედრის 25-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელის წინააღმდეგ იუხეშა, რასაც ,,ვალენსიას” კარში თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, თავად ქართველი მეკარე კი ყვითელი ბარათით დაისაჯა.

9 ტურის შემდეგ ,,ღამურები” 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზე არიან. გატუზოს გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, 18 ოქტომბერს, ,,სევილიასთან” სტუმრად გამართავს.

გატუზო: ,,მამარდაშვილმა ბოდიში მომიხადა”

სტატიის ავტორი
-