გიორგი კვერნაძე კარიერას ფროზინონეში გააგრძელებს

“დინამო ბათუმის” ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე კარიერას იტალიურ “ფროზინონეში” გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბს ერთ წლიანი იჯარის წესით შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში კვერნაძის გამოსყიდვის პუნქტიც არის ჩამატებული.

“ფროზინონე” იტალიის უმაღლეს ლიგაში 4 წლის შემდეგ დაბრუნდა.

გიორგი კვერნაძე მიმდინარე სეზონში “დინამო ბათუმის” ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბათუმურ კლუბში 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

გიორგი კვერნაძე კარიერას ფროზინონეში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-