გიორგი მამარდაშვილის მოგერიება სექტემბრის თვის საუკეთესოდ დასახელდა

“ვალენსიას” ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, Acronis-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, სექტემბრის თვის საუკეთესო “სეივად” 21 წლის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მოგერიება დასახელდა, რომელიც მან 27 აგვისტოს, ლა ლიგის მესამე ტურში, “ალავესთან” (3:0) მოგებულ შეხვედრაში, შემოგვთავაზა.


გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი მოგერიება “ალავესის” წინააღმდეგ:

გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიება ალავესთან (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საწყისი 6 ტურის შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა 7 გოლი გაუშვა და 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

 

გიორგი მამარდაშვილის მოგერიება სექტემბრის თვის საუკეთესოდ დასახელდა

სტატიის ავტორი
-