გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ითამაშა

19 წლის წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი ამჟამად საფრანგეთის მოქალაქე გახლავთ, რომელიც დიდი ხანია “მეცის” სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოდის.

დღეს კი გიორგი პირველ გუნდში დააწინაურეს და “ნიცასთან” შეხვედრაში  83-ე წუთზე ცვლილებაზე გამოვიდა.

მიქაუტაძე რეგულარულად “მეცის” მეორე გუნდში ასპარეზობს. ქართველმა ფეხბურთელმა 12 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.

სამწუხაროდ “მეცმა” შეხვედრა 4:1 დათმო, თუმცა ქართველებისთვის გიორგის დებიუტი უმაღლეს ლიგაში ნამდვილად სასიხარულოა.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ითამაშა

სტატიის ავტორი
-