Globe Soccer Awards-ის წლევანდელი პრიზიორები ცნობილია

27 დეკემბერს დუბაიში Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება ჩატარდა.

გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში დასახელდნენ.

ნომინაციაში “21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელი” “მანჩესტერ სიტის” ესპანელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გახდა გამარჯვებული.


Globe Soccer Awards-ის წლევანდელი პრიზიორები ცნობილია 1


ამავე ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ: ზინედინ ზიდანი, ჟოზე მოურინიო და ალექს ფერგიუსონი.

საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში გამარჯვებული “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.


Globe Soccer Awards-ის წლევანდელი პრიზიორები ცნობილია 2


რონალდუმ მესის, სალაჰსა და რონალდინიოს აჯობა.

2020 წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში გამარჯვებული “მიუნხენის ბაიერნის” მთავარი მწვერთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი გახდა.


Globe Soccer Awards-ის წლევანდელი პრიზიორები ცნობილია 3


ფლიკმა ხმების რაოდენობით იურგენ კლოპს და ჯან პიერო გასპერინის აჯობა.

21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდად მადრიდის “რეალი” დასახელდა.


Globe Soccer Awards-ის წლევანდელი პრიზიორები ცნობილია 4


საუკუნის საუკეთესო აგენტად ხორხე მენდესი დასახელდა.


Globe Soccer Awards-ის წლევანდელი პრიზიორები ცნობილია 5


მიმდინარე წლის საუკეთესო გუნდის ტიტული მიუნხენის “ბაიერნს” ერგო.

Globe Soccer Awards-ის წლევანდელი პრიზიორები ცნობილია 6


მიმდინარე წლის საუკეთესო ფეხბურთელი კი რობერტ ლევანდოვსკი გახდა.

Globe Soccer Awards-ის წლევანდელი პრიზიორები ცნობილია 7

Globe Soccer Awards-ის წლევანდელი პრიზიორები ცნობილია

სტატიის ავტორი
-