გულშემატკივრების პროტესტის შემდეგ, პსჟ-მ მესისა და ნეიმარის სახლების წინ დაცვა გააძლიერა

გუშინ სოციალური ქსელი აჭრელებული იყო პარიზელი გულშემატკივრის ვიდეოებით, რომლებიც მესისა და ნეიმარის წასვლას ითხოვდნენ. ფანები მათ მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც არ იშურებდნენ. ამის შედეგად, “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცებმა გადაწყვიტეს, რომ მესისა და ნეიმარის სახლების წინ დაცვა გაეძლიერებინათ.

“პსჟ-მ” მალევე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც გულშემატკივრების ქმედება დაგმო.

“პარი სენ-ჟერმენი” მიუღებელ და შეურაცხმყოფელ ქმედებებს გმობს. როგორი აზრთა სხვადასხვაობაც არ უნდა არსებობდეს, ასეთ საქციელს არაფერი ამართლებს.” – ვკითხულობთ გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახად, 35 წლის არგენტინელი “პსჟ-ს” ზაფხულში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვებს, ხოლო ნეიმარი მარტის შემდეგ ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

გულშემატკივრების პროტესტის შემდეგ, პსჟ-მ მესისა და ნეიმარის სახლების წინ დაცვა გააძლიერა

სტატიის ავტორი
-