გვარდიოლამ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კონტრაქტი გაახანგრძლივა. გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიოლა კონტრაქტის 18-თვით გახანგრძლივებას დათანხმდა.

მოქმედი კონტრაქტის თანახმად, გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე სეზონის დასრულებამდე რჩებოდა – თუმცა განახლებული კონტრაქტის შემდეგ,  49-წლის სპეციალისტი “ქალაქელთა” სამსახურში 2021/22 წლების სეზონის დასრულებამდე დარჩება.

შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტი” 2016 წელს ჩაიბარა. ნისლიან ალბიონზე გატარებული დროის განმავლობაში, გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” პრემიერ ლიგის ჩემპიონი ორჯერ გახდა.

გვარდიოლამ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

სტატიის ავტორი
-