გვარდიოლამ უპასუხა შეკითხვას თუ როდის შეძლებს ჰოლანდი მოედანზე დაბრუნებას

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ერლინგ ჰოლანდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

,,არ ვიცი, როდის დაბრუნდება ჰოლანდი მოედანზე. ის თავს უკეთ გრძნობს და წინ ერთი კვირა გვაქვს. ერლინგი ,,სევილიასთან” არ ითამაშებს, რადგან პლეი-ოფში თამაში უკვე განაღდებული გვაქვს.

იმედია, ,,ფულჰემთან” მატჩში დაგვეხმარება. თუ არა, მაშინ ,,ჩელსისთან” ლიგის თასის შეხვედრაში ითამაშებს,” – გვარდიოლას სიტყვებს BBC-ი ციტირებს.

ჰოლანდმა ტრავმის გამო ,,ლესტერთან” პრემიერლიგის მე-14 ტურის შეხვედრა გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ნორვეგიელის ანგარიშზე ,,ქალაქელთა” მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში 22 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

გვარდიოლამ უპასუხა შეკითხვას თუ როდის შეძლებს ჰოლანდი მოედანზე დაბრუნებას

სტატიის ავტორი
-