UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, რომელშიც “ატლეტიკო” “მანჩესტერ სიტის” უპირისპირდება, პეპ გვარდიოლამ არც ისე სასიამოვნო სიახლე გაიგო. პრემიერ ლიგის გრანდის რიგებში გატარებული 9 წლის შემდეგ, ფერნანდინიო “მანჩესტერ სიტის” ტოვებს.
“ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩის წინ, ფერნანდინიომ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს.
🗣️ “I don’t think so…”#MCFC captain Fernandinho says he will NOT be extending his contract at the club after this season ✍️❌ pic.twitter.com/Xy6IjefEf2
— Sky Sports News (@SkySportsNews) April 12, 2022
ფერნანდინიოს გადაწყვეტილების შესახებ, ჟურნალისტებმა პეპ გვარდიოლას ჰკითხეს. აღმოჩნდა, რომ გვარდიოლამ კაპიტნისა და გუნდის ლიდერის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა. “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა იმედგაცრუება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ფერნანდინიო გუნდის გამორჩეული წევრია.
Pep Guardiola’s reaction to finding out Fernandinho is leaving the club at the end of the season. 🤣🤣 pic.twitter.com/YCcq5tvPzR
— Football Daily (@footballdaily) April 12, 2022