ჰანსი ფლიკი: “სხვა რეალობას ვისურვებდით, მაგრამ ამ შედეგს უნდა შევეგუოთ”

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც მიუნხენის “ბაიერნმა” – 1:0 იმარჯვა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში, “პარი სენ-ჟერმენთან” ნათამაშები ფრისა და საშინაო კედლებში გაშვებული მეტი გოლის პრინციპით დამარცხდა, “რეკორდმაისტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, კომენტარი გააკეთა.

“საერთოდ, ჩემი გუნდი დამაგვირგვინებელ ფაზაში მაღალი ხარისხით გამოირჩევა, თუმცა დღეს ამ კომპონენტში მოვიკოჭლებდით.  

მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული შედეგი გვსურდა, უნდა შევეგუოთ იმას რაც მოხდა“, – თქვა 56 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

“პსჟ-სთან” პირველი შეხვედრა ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა საშინაო კედლებში – 2:3 დათმო, საპასუხო მატჩში კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კიდევ ერთი გოლის გატანა დააკლდა.

ჰანსი ფლიკი: “სხვა რეალობას ვისურვებდით, მაგრამ ამ შედეგს უნდა შევეგუოთ”

სტატიის ავტორი
-