ჰოლანდ, ჰოლანდ – გრილიშმა სიტის ახალწვეულის დახვედრის კადრები გაავრცელა | VIDEO

ჯეკ გრილიშმა “მანჩესტერ სიტის” ახალწვეულის – ერლინგ ჰოლანდის დახვედრის კადრები გაავრცელა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ხვდებიან “სიტის” ფეხბურთელები გუნდის ახალწვეულს, რის შემდეგაც, ჰოლანდი თანაგუნდელებს ესალმება და სიტყვით მიმართავს.

ეჭვგარეშეა, ერლინგ ჰოლანდი “ქალაქელთა” უდიდესი შენაძენია – შესაძლოა ის ყველაზე ძვირადღირებული არაა, თუმცა, “სიტის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია და პრემიერლიგის გრანდის მესვეურები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. თანაგუნდელები, ხელმძღვანელები და რიგითი გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ჰოლანდი იმ ბრწყინვალე სტატისტიკის გაგრძელებას შეძლებს, რომლითაც “დორტმუნდში” გამოიჩინა თავი – შესაბამისად მას გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.

ჰოლანდ, ჰოლანდ – გრილიშმა სიტის ახალწვეულის დახვედრის კადრები გაავრცელა | VIDEO

სტატიის ავტორი
-